წინამდებარე ნაშრომი დაწერილია ეფრემ მცირის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენლის მიერ, შესაძლოა, მისი ავტორია თვით ეფრემი ან არსენი იყალთოელი. ნაწარმოებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული მეცნიერული აზრის ისტორიისათვის. იგი წარმოადგენს იმის უტყუარ საბუთს რომ უფრო მოგვიანებით, XVI-XVIII საუკუნეებში, ენობრივი ძიება ემყარება და განაგრძობს ენათმეცნიერული კვლევის ტრადიციებს, რომლებიც XI-XII საუკუნეებში სავსებით ჩამოყალიბებული ჩანს.