„„ბათა ქექიას“ წერისას მე ვფიქრობდი, რომ ქართულ ლიტერატურაში ისე არ იყო ასახული ქართველი გლეხის სახე, როგორც მას შეეფერებოდა და ეკუთვნოდა. მე ვეკამათები და არ ვეთანხმები ჩვენს მწერლებს – ეგნატე ნინოშვილსა და შიო არაგვისპირელს მათ მიერ დახატული გლეხთა ტიპების გამო. ჩემი აზრით, მათ მთელი ყურადღება სოციალურ მხარეზე გადაიტანეს და მხედველობიდან გამორჩათ არანაკლებ მთავარი“ – დემნა შენგელაია.