ციფრული ბიბლიოთეკა

საინგილო

გამოცემის წელი1996
გამომცემლობანაკადული
რედაქტორიმარინე სოხაძე

მოსე ჯანაშვილის მრავალრიცხოვან ნაწერებს შორის განსაკუთრებული  ადგილი უკავია მის ცნობილ ფუნდამენტურ ნაშრომს „საინგილოს“.  იგი პირველი სრულყოფილი ნაშრომია ქართულ მეცნიერებაში ამ კუთხეზე.  „საინგილო“ 1913 წელს ექვთიმე თაყაიშვილის რედაქტორობით გამოცემულ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო კრებულში დაიბეჭდა („ძველი საქართველო“, ტ. II, განყ. IV, ეთნოგრაფია, გვ- 51-276).  „საინგილოში“ წარმოდგენილია, როგორც ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ასევე ენობრივი თვალთახედვა. მას ახლავს ინგილოური დიალექტის ენათმეცნიერული ანალიზი და ლექსიკონი.