„იესოს ცხოვრება“ მორიაკმა 1936 წელს დაწერა. ნაწარმოებში იგი შეეცადა იესო ქრისტეს ორბუნებოვანების ჩვენებასა და დაცვას. წიგნმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და იმავე წელს ორჯერ გამოიცა. ავტორი ძირითადად მიჰყვება სახარებას, ცდილობს
უფრო ახლობელი და გასაგები გახადოს მკითხველისათვის იესო ქრისტეს პიროვნება. მორიაკისათვის იესო მოზეიმე ტრიუმფატორი კი არა, ჩვეულებრივი, ტანჯული ადამიანია, განსაკუთრებული ღმერთი, რომელიც ხშირად მალავს თავის ღვთიურობას. იესო იმდენად ჰგავდა სხვა გალილეელებს, რომ მის გამოსაცნობად ჯარისკაცებსა და მღვდელმთავრის ხალხს იუდას ამბორი დასჭირდათ.