ქართველობა და საქართველო დღეს ახალი საუკუნის და ახალი ათასწლეულის გზაჯვარედინთან დგას: საით წავიდეთ, რა გზას დავადგეთ. აი, დილემა, რომლის გადაწყვეტა ჩვენი თაობების უპირველესი ამოცანაა. პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ილიას შემდეგ ეროვნულმა ძალებმა, სამწუხაროდ ვერ შეძლეს "ქართული წეს-წყობის აღდგენა“. 1918- 21, 1990-91 და 1992 წლიდან დღემდე ყველა ცდა ამ მიმართულებით მარცხით დამთავრდა. მარცხის მთავარი მიზეზი ეროვნული ისტორიის ეროვნული ფესვებისა და მემკვიდრეობის უგულებელყოფაა.
კრებულის ამოცანაც ამ მემკვიდრეობისაკენ შემობრუნებაა.