„გარდასულ დღეთა ყრმა“ ფრანსუა მორიაკის ბრწყინვალე ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია და ეძღვნება ოჯახს; ძველ და ახალ თაობას შორის წინააღმდეგობასა და განსაკუთრებით, როგორც თავად წერდა, ”კონფლიქტს ღმერთსა და ადამიანს შორის, კონფლიქტს მამაკაცსა და ქალს შორის, კონფლიქტს საკუთარ თავთან.” მორიაკისთვის ადამიანი წინააღმდეგობრივი, იდუმალი არსებაა, რომლის საიდუმლოს მხოლოდ ღმერთი თუ ჩასწვდება, ღმერთი,რომელიც მწერლისთვის იგივე სიყვარულია. სიყვარული ადამიანთა შორის იმის ერთ-ერთი განსახიერებაა, ვინც ჩვენ შეგვქმნა. თუმცა ხანდახან ისეთ სიყვარულსაც ჰგავს, როცა შემოქმედი და ქმნილება ერთმანეთს უძღვნიან სიყვარულს.