ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ფეინმანის ფუნქციონალური ინტეგრალი და მისი ზოგიერთი გამოყენება

გამოცემის წელი2008
გამომცემლობანეკერი

წინამდებარე მონოგრაფია ეძღვნება ფეინმანის ფუნქციონალური (უწყვეტი) ინტეგრალის ფორმალიზმს. ფეინმანის ფუნქციონალური ინტეგრალი ანუ როგორც ხშირად უწოდებენ მას, წირებზე განსაზღვრული ინტეგრალი, თანამედროვე ფიზიკაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. მისი საშუალებით ჩაკეტილი ფორმით აღიწერება სხვადასხვა კორელაციური და გრინის ფუნქციები. მას ფართოდ გამოიყენებენ კვანტურ მექანიკაში, სტატისტიკურ ფიზიკაში, კონდენსირებული გარემოს ფიზიკაში, განსაკუთრებული გამოყენება მეთოდმა პოვა ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკასა და ველის კვანტურ თეორიაში. დღეისათვის ეს ფორმალიზმი არის ერთადერთი ადეკვატური მათემატიკური აპარატი, რომლის მეშვეობითაც ხდება კალიბრული ველების დაკვანტვა. განსაკუთრებით ეს ეხება ე.წ. არააბელურ კალიბრულ თეორიებს და გრავიტაციას.