ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ლოტ 49-ის გამოცხადება

მთარგმნელითამარ ლომიძე
გამოცემის წელი2013
გამომცემლობადიოგენე
რედაქტორიირმა ტაველიძე

ჯერომ სელინჯერის შემდეგ თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში თომას პინჩონი ყველაზე ცნობილი განდეგილია. პინჩონის არცერთ წიგნს – ავტორის ნების შესაბამისად – არ ახლავს მისი ფოტო. უკვე წლებია, ჟურნალისტები უშედეგოდ ცდილობენ მისგან ინტერვიუს აღებას ან მის პირად ცხოვრებაზე მეტ-ნაკლებად სანდო ინფორმაციის მოპოვებას. მწერლის შესახებ დანამდვილებით ცნობილია, რომ 1937 წელს დაიბადა, მსახურობდა სამხედრო ფლოტში, სწავლობდა კორნელის უნივერსიტეტში, მუშაობდა კომპანია „ბოინგში“, არის შვიდი რომანის ავტორი.

„ლოტ, 49-ის გამოცხადება" – რომანი, რომელიც პოსტმოდერნისტული ლიტერატურის შედევრად ითვლება და კალიფორნიელი დიასახლისის თავს გადამხდარი უცნაური ამბავია – პინჩონის მეორე, 1966 წელს გამოცემული წიგნია.