„თეეტეტოსი“ პლატონის შუა პერიოდის დიალოგებიდან ერთ-ერთი უკანასკნელია, „სოფისტი“ და „პოლიტიკოსი“ კი გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნება. თითოეული ეს დიალოგი მიზნად ისახავს განმარტოს თუ რა არის ცოდნა, ვინ არის სოფისტი და ვინ არის პოლიტიკოსი. მეცნიერები ამ დიალოგებს ხშირად პლატონის ერთიან პროექტად მოიაზრებენ, რომელიც უნდა დაგვირგვინებულიყო დიალოგით „ფილოსოფოსი“ — იმ დიალოგით, რომელიც პლატონს არასოდეს დაუწერია.ეს სამი ნაწარმოები ერთმანეთთან თემატურ და დრამატულ კავშირშია.