რომანის პირველი გამოცემის ერთ-ერთ გვერდზე ავტორმა – გამოჩენილმა პოლონელმა მწერალმა ბოლესლავ პრუსმა – მიაწერა: „სამი ფაქტორი: ხალხი – ფარაონი – ქურუმები; მათ შორის ჰარმონია და ბრძოლა“, ასე ლაკონიურად განსაზღვრა მწერალმა თავისი ნაწარმოების კონცეფცია. ბ. პრუსი დიდი მხატვრული ოსტატობით ასახავს ძველი ეგვიპტის ისტორიის ერთ ფრიად საგულისხმო ხანას, როცა ტაძრებმა და ქურუმებმა ისეთ ეკონომიურ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ძლიერებას მიაღწიეს, რომ თითქმის მთლიანად დაჩრდილეს ოდითგან ღმერთებთან გათანაბრებულ ფარაონთა ხელისუფლება და ბოლოს ღვთაება ამონის უმაღლესმა ქურუმმა ხელთ იგდო სამეფო ტახტიც. „ფარაონის“ ქართული თარგმანი პირველად 1958 წელს დაიბეჭდა. ახლა ეს თარგმანი მეორედ გამოდის.