წინამდებარე წიგნში გადმოცემულია 1974 წლის აგვისტო-სექტემბერში წაკითხული ლექციების სერია, რომელსაც ოშო რაჯნიშმა „მდოგვის მარცვალი“ უწოდა. მის ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენს საუკუნეში ნაპოვნი, მოციქულ თომას სახარებიდან აღებული იესო ქრისტეს 21 გამონათქვამი. თავის საუბრებში ავტორი ნათელს ჰფენს იესოს გამონათქვამების ეზოთერულ (შინაგან) მხარეს და თანამედროვე ადამიანის აზროვნებისთვის გასაგებს ხდის.