იმ უზარმაზარ და მრავალფეროვან მემკვიდრეობაში, რომელიც დიდმა ესპანელმა ჰუმანისტმა ღა ფილოსოფოსმა ხოსე ორტეგა ი გასეტმა დაგვიტოვა, გამორჩეული ადგილი უჭირავს ლექციების კურსს – „რა არის ფილოსოფია?“, რომელიც ქართულად თარგმნა ქართველმა ჰუმანისტმა, მწერალმა, პოლიგლოტმა ბაჩანა ბრეგვაძემ.
ორტეგას მსოფლმხედველობას ფილოსოფიის ისტორიკოსები განიხილავენ როგორც გარდამავალ ეტაპს „სიცოცხლის ფილოსოფიიდან“ თანამედროვე ეგზისტენციალიზმისაკენ.
„რა არის ფილოსოფია?“-ში დასმულია ის საკითხები, რაც ყოველი ჭეშმარიტი ფილოსოფიისათვის უპირველესია – ადამიანის პრობლემა, რა არის საერთოდ სიცოცხლე, ცხოვრება, „ჩვენი ცხოვრების“ არსი, საზრისი; ღირს თუ არა ცხოვრება; რისთვისაა საჭირო ფილოსოფია – ფილოსოფია ხომ თავისი არსით პარადოქსულია! „ფილოსოფოსობა სულაც არ ნიშნავს ცხოვრობდე, არამედ იმას, რომ ნებაყოფლობით განუდგე ცხოვრებისეულ რწმენას“. მაშ რატომ ფილოსოფოსობენ ადამიანები? რატომ მოსდის ადამიანს თავში აზრად ფილოსოფოსობას მიჰყოს ხელი.