შიშს, როგორც პიროვნების ცხოვრების თანამდევ ფენომენს, უხსოვარი დროიდან აკვირდება ადამიანი. უამრავ პოპულარულ წიგნებთან ერთად, მრავლადაა მეცნიერულ კვლევა-ძიებაზე დაფუძნებული სამეცნიერო ლიტერატურაც, თუმცა ქართულენოვანი მკითხველი ამ მხრივ ნაკლებადაა განებივრებული.
ფრიც რიმანის წიგნი – „შიშის ძირითადი ფორმები“ რამდენადმე ავსებს ამ დანაკლისს და მკითხველს სთავაზობს მეტად ორიგინალურ მოგზაურობას შიშის საინტერესო სამყაროში.