დმანისის რეგიონი საყოველთაოდაა ცნობილი სხვადასხვა პერიოდის მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ისტორიული ძეგლებით. კრებულში წარმოდგენილი ნაშრომები ეძღვნება დმანისში და საერთოდ მთელ ქვემო ქართლში აღმოჩენილ არქეოლოგიურ, ეპიგრაფიკულ ძეგლებს და სხვა საკითხებს.