წიგნში მიმოხილულია ქართულ-ინგლისური კულტურული ურთიერთობის ისტორიული ფესვები ქართველოლოგიის აღმოცენება ინგლისში და და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების – ინგლისური ქართველოლოგიის ფუძემდებლების – უდიდესი ღვაწლი ინგლისში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ნაშრომში მთავარი ადგილი ეთმობა ქართული კულტურის იმ პირველხარისხოვან მასალებს, რომლებიც ავტორმა გამოავლინა ლონდონის, ოქსფორდისა და კემბრიჯის სიძველეთსაცავებში 1981 წელს, სამეცნიერო მივლინებით იქ ყოფნის დროს.