წიგნში შესულია ავტორის მიერ ლონდონისა და ოქსფორდის სიძველეთსაცავებში 1984 წელს მეორე სამეცნიერო მივლინების დროს გამოვლენილი ქართული კულტურის მასალები (გიორგი მეთორმეტისეული სამეფო ჯვარი, უცნობი ქართული ფოლკლორული ჩანაწერები, ცნობები „ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა, სულხან-საბა ორბელიანის „ქართული ლექსიკონის“ იშვიათი ნუსხის, აგრეთვე, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ყაზბეგის, ივანე ჯავახიშვილისა და სხვათა თხზულებების უცნობი ინგლისური თარგმანების გარშემო, მოგონებები ილია ჭავჭავაძეზე, დოკუმენტები ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და სხვ.).