გ. შარაძის ნაშრომში გაშუქებულია XIX ს. I ნახევრის გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და კულტურის მოღვაწის თეიმურაზ ბაგრატიონის (1782-1846) ცხოვრების გზა. ნაშრომს ერთვის თეიმურაზ ბაგრატიონის როგორც ნაბეჭდ ისე ხელნაწერ შრომათა სრული ბიბლიოგრაფია, აგრეთვე, იკონოგრაფიული ტაბულები და თეიმურაზ ბაგრატიონის სპარსეთში, რუსეთსა და ევროპაში მოგზაურობის რუკები.