პლატონ იოსელიანს საპატიო ადგილი უჭირავს XIX ს. ქართული მეცნიერული და საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიაში. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პლატონ იოსელიანს რუსთველოლოგიური მემკვიდრეობა, სადაც განხილულია შოთა რუსთველის ბიოგრაფიის საკითხები, მოცემულია ცნობები რუსთველის პორტრეტის, „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ხელნაწერებისა და პოემის ეკლესიური დევნის შესახებ, აგრეთვე „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის მსოფლმხედველობის გარკვევისა და პოემის იდეურ-მხატვრული შეფასების ცდა.