"ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია” (1901) - დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგის, ფსიქოანალიზის თეორიის ფუძემდებლის ზიგმუნდ ფროიდის ერთ-ერთი ძირითადი კვლევაა, რომელმაც ფუნდამენტი ჩაუყარა ფსიქოანალიზის თეორიას „სიზმრების ახსნასთან“ (1900), „ფსიქოანალიზში შესავალთან“ (1910), „მე და იგი“-სთან (1923) ერთად. ეს მცირე მოცულობის წიგნი - მე-20 საუკუნის მეცნიერული კლასიკა გახდა. ყოველდღიური ქცევის სტერეოტიპებიდან სხვადასხვა გადახრების, უცნაური დეფექტების და შეფერხებების, ერთი შეხედვით, შემთხვევითი შეცდომებისა და უნებლიედ წამონაცდენების შესწავლისას ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ ისინი მეტყველებენ ფსიქიკის სიღრმისეულ დარღვევებზე, ფსიქონევროზის სიმპტომებზე.