ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

როგორ დავიჭიროთ დიდი თევზი: მედიტაცია, ცნობიერება და შემოქმედება

მთარგმნელითამარ ბაბუაძე
გამოცემის წელი2018
გამომცემლობაინდიგო
რედაქტორიგაგა ლომიძე 

იდეები თევზს ჰგავს.
თუ პატარა თევზის დაჭერა გინდა, დარჩი მეჩხერ წყალში. მაგრამ თუ დიდ თევზს გამოედევნე, სიღრმეში გადაშვება მოგიწევს. იქ, ქვემოთ, თევზები უფრო ძლიერები, უფრო უმანკოები არიან. უფრო დიდები და უფრო იდუმალები, გამოუცნობნი და მიმზიდველები.
თან ძალიან ლამაზებიც.
მე ერთი კონკრეტული სახეობის თევზს დავეძებ, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის; მას, რომლის თარგმნაც კინოს ენაზე შეიძლება. თუმცა კი იქ, ღრმად, ათასი ჯურის თევზი დაცურავს. თევზები ბიზნესისთვის, თევზები სპორტისთვის. ყველაფრისთვის არსებობს თევზი.
ნებისმიერი რამ, რაც არსებობს, სიღრმიდან მოდის ჩვენამდე. თანამედროვე ფიზიკის ენაზე ამ საწყის დონეს ერთიანი ველი ჰქვია. რაც უფრო იხსნება ცნობიერი – აღქმა – მით უფრო ღრმად მიიწევ მთავარი წყაროსკენ და შედეგად უფრო დიდ თევზს იჭერ.
ჩემი 33-წლიანი პრაქტიკა ტრანსცენდენტურ მედიტაციაში ფაქტობრივად განსაზღვრავს ყველაფერს, რასაც ვაკეთებ კინოში, მხატვრობაში თუ ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში. ჩემთვის ეს არის გზა, ჩავყვინთო ღრმად დიდი თევზის ძიებაში. ამ წიგნით მინდა, ჩემ მიერ განცდილის ნაწილი თქვენც გაგიზიაროთ.

ავტორი