„ძველი ქართული მწერლობის კერების" მეორე ტომი გვაცნობს საზღვარგარეთ - ახლო აღმოსავლეთსა და
დასავლეთში – აღმოცენებული ქართული კოლონიების თავგადასავალს, იქაური ქართველი მოღვაწეების მწიგნობრულ-ლიტერატურულ საქმიანობას. მასში წარმოჩენილია უცხოეთში არსებული არაერთი კერა,სადაც ვითარდებოდა ქართული
ლიტერატურული აზროვნება და იქმნებოდა ახალი ორიგინალური თხზულებანი, ითარგმნებოდა მნიშვნელოვანი ძეგლები და მზადდებოდა ძვირფასი ხელნაწერები, ფართოვდებოდა ქართველთა გონებრივი ჰორიზონტი და მდიდრდებოდა ჩვენი
ეროვნული კულტურის საგანძური.