რობერტ ლუის სტივენსონი (1850-1894) ცნობილი ინგლისელი მწერალია, წარმოშობით შოტლანდიელი. ქართველი მკითხველი კარგად იცნობს მის ნაწარმოებებს: „განძთა კუნძული“ და „შავი ისარი“. რომანში „ბატონი ბალანტრე“ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ისმება სიკეთისა და ბოროტების პრობლემა, მაგრამ ეს პრობლემა აქ უფრო გაღრმავებულია XVIII საუკუნის შუა წლების ისტორიული ამბებით, რომელთაც დანგრევის კარამდე მიიყვანეს შოტლანდიელი ფეოდალების ოჯახები.