„ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხების IV”V ტომში განხილულია ქართველური ენების ფონეტიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის საკითხები კერძოდ: სახელთა ბრუნება და რიცხვი, ზმნის პირი, ასპექტისა და კაუზატივის წარმოების თავისებურებანი. გარდა ამისა, წარმოდგენილია ქართული ენის დიალექტების საკითხები, როგორიცაა ქვემდებარე-შემასმენელის ურთიერთობა დასავლურ დიალექტებში ან დიალექტთა ურთიერთმიმართება და ლექსიკა. განხილულია სვანური ენის სახელთა ბრუნებისა და რიცხვის ზოგი საკითხი; წარმოდგენილია ეტიმოლოგიური შენიშვნები.