,,ბიბლია არის საუკუნეთა მანძილზე, სხვადასხვა დროში შექმნილ წიგნთაგან შემდგარი, ძველი აღმოსავლეთის სამყაროდან დღემდე ცოცხლად მომავალი ძეგლი, რომლის პერსონაჟებია ღმერთი, ადამიანი, ერი, კაცობრიობა. იგი მოგვითხრობს ადამიანის ამაღლებაზე და დაცემაზე, მის გასაჭირზე, სასოწარკვეთაზე და საბოლოო იმედზე... ბიბლიაში ერთ ძველ ერზეა ლაპარაკი, მაგრამ მის თავგადასავალში მთელი კაცობრიობის ბედი იხატება".