წიგნში შესულია ოთარ ჭილაძის ყველა დიალოგი, 1980-დან 2008 წლის ჩათვლით. ასევე საგანგებოდ ამ კრებულისთვის ითარგმნა გასული საუკუნის 90-იან წლებში გერმანულ პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუები და 2008 წელს ავსტრიული გაზეთის „დი პრესეს“ ფურცლებზე დაბეჭდილი ინტერვიუ აგვისტოს ომის შესახებ.