ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელსაც ოთარ ჭილაძე მთელი ცხოვრება სიმარტოვეში წერდა. აქ ნახავთ მწერლის ყოველდღიურ განცდებსა თუ ემოციებს, შინაგან ლაბორატორიას, გამოხმაურებებს ამა თუ იმ მოვლენაზე, შეხედულებებს ცნობილ ადამიანებზე. ჩანაწერები გასდევს მთელ მის შემოქმედებით ცხოვრებას 1955 წლიდან გარდაცვალებამდე. წიგნში გამოყენებულია ოთარ ჭილაძის ნახატები.