წიგნი შედგება ოთხი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში მიმოხილულია ტ. ტაბიძის შემოქმედების უმთავრესი თავისებურებები. მეორე ნაწილში შესულია მოგონებები და სიტყვები. წარმოჩენილია პოეტის პიროვნული, ადამიანური თვისებები, საგულისხმო ფაქტები მისი ბიოგრაფიიდან. მესამე მონაკვეთი ეთმობა ტიციან ტაბიძისადმი მიძღვნილ ლექსებს. ხოლო მეოთხე ნაწილში წარმოდგენილია პოეტის პირადი წერილები.