წინამდებარე კრებულში შესულია მასალა საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში 1930 წლის დეკემბერსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1936 წლის მარტ-აპრილში გამართული დისკუსიების შესახებ. დისკუსიები მიმართული იყო ივანე ჯავახიშვილისა და სხვა გამოჩენილი ქართველი მეცნიერების წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა მეცნიერებში მარქსისტულ-ლენინური მსოფლმხედველობის დამკვიდრებას.