წინამდებარე წიგნი ეძღვნება „დიდი პიტიუნტის“ – საქართველოს შავიზღვისპირეთის გვიანანტიკური და ადრეფეოდალური ხანის ცნობილი ციხე-ქალაქისა და კულტურული ცენტრის – არქეოლოგიური გათხრების შედეგებს. მასში გადმოცემულია საისტორიო წყაროების ცნობები ბიჭვინთის შესახებ; ბიჭვინთის ქვეყნისა და მდ. ბზიფის ქვემო დინების არქეოლოგიური ძეგლების შესწავლილობის მდგომარეობა ორმოცდაათიანი წლების დასაწყისამდე; არქეოლოგიური გათხრების მოკლე ისტორია და შედეგები.