„ადოლფ ჰიტლერი უცხოელი მწერლის თვალით" გრიგოლ რობაქიძის განცდებისა და შთაბეჭდილებების
კრებულია, სადაც ჰეროიკულადაა აღწერილი ფიურერის ცხოვრება და პოლიტიკური გზა. წიგნში დამოწმებული არაერთი სიმბოლო, ხატი თუ მითიური ამბავი მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომ მთავარი პერსონაჟი ახლებურად წარმოჩნდეს, ნანახისა და გაგონილის უჩვეულო შერწყმასთან ერთად, მწერალი გვთავაზობს თავის დაკვირვებებს, ხშირად გადამეტებულსაც, მაგრამ საოცარი რწმენითა და დაბეჯითებით.