ნაშრომში განხილულია XII სს-ის საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკვანძო საკითხები: საქართველოს ფეოდალური მონარქიის ცენტრალური გამგებლობის სისტემის შექმნა; სავაზიროს წარმოქმნის პრობლემა, მეფის თვითმპყრობელობის საკითხი XII-XIII სს-ის მიჯნაზე („ერთნებობისა და თანადგომის“ პრობლემა); „დარბაზის რიგის“ მოხელეთა ვინაობა და ფუნქციები; XII ს-ის საქართველოს ფეოდალურ საგვარეულოთა ისტორია (მხარგრძელთა გვარის ისტორიასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები).