„ძლევაი საკვირველი" – ასე უწოდებს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი დიდგორის ველზე მოპოვებულ გამარჯვებას. წინამდებარე წიგნში ავტორი შეეცადა მეცნიერულ - პოპულარული ენით გადმოეცა იმ რთულ ისტორიულ მოვლენათა ანალიზი, რომელთაც განაპირობეს ეს დიდმნიშვნელოვანი ბრძოლა და თბილისის შემოერთება, მისი გადაქცევა გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად.