„საქართველო – იმპერიათა გზაჯვარედინი. სამიათასწლოვანი ისტორია“ უცხოელი, ნეიტრალური და მიუკერძოებელი მკვლევრის თვალით დანახული საქართველოს ისტორიაა. დონალდ რეიფილდის ეს წიგნი უკვე ორჯერ გამოიცა: პირველად – 2012 წელს, დიდ ბრიტანეთში, მეორედ – 2017 წელს, რუსულად თარგმნილი და გადამუშავებული – რუსეთში. ამგვარად, უკვე 7 წელია, ნაშრომი საზღვარგარეთ საკმაოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში გვხვდება ავტორის სუბიექტური მსჯელობაც და სადავო შეფასებებიც, იგი საინტერესო ინფორმაციის შემცველია როგორც პროფესიონალების, ისე საქართველოს ბედითა და ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.