ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

თურქული ლიტერატურის სათავეებთან, ტ. 3

გამოცემის წელი2013
გამომცემლობათბილისი
რედაქტორინინო ჯაველიძე

,,შუა საუკუნეების მახლობელი აღმოსავლეთის ცხოვრების ყველა სფეროში – იქნება ეს ეთიკურ-ფილოსოფიური, სულიერ-რელიგიური, ესთეტიკურ-მხატვრული თუ ეკონომიკურ-პოლიტიკური, უაღრესად შთამბეჭდავი კვალი გაავლო რელიგიურ ფილოსოფიურმა მოძღვრებამ სუფიზმმა, რომლის ძირეული შესწავლის გარეშე გაძნელდება ნათელი წარმოდგენა შევიქმნათ იმჟამინდელ სოციალურ-პოლიტიკურ თუ კულტურულ ყოფაზე. ამ მისტიკური მოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია თავისი დროის სახელგანთქმული სუფი შეიხი და პოეტი აშიკ ფაშა (1272-1333 წ.წ), რომლის შემოქმედებაში სრულად არის ასახული და მოაზრებული სუფიზმის ყველა კარდინალური საკითხი. სამწუხაროდ, აშიკ ფაშას შემოქმედება დღემდე არ ყოფილა საფუძვლიანად შესწავლილი. წინამდებარე ნაშრომი პირველი მონოგრაფიული გამოკვლევაა, რომელიც არსებული ხარვეზის გამოსწორება გახლავთ. ამდენად, ამ მონოგრაფიას გვერდს ვერ აუვლის ვერავინ, ვისაც შუა საუკუნეების აღმოსავლეთის კულტურულ-რელიგიური პრობლემები აინტერესებს".