"კრებული ორიგინალური კონცეფციითა და სტრუქტურით გამოირჩევა. მისი შემდგენლები და ავტორები მიზნად ისახავდნენ ვაჟა ფშაველას შემოქმედების წარდგინებას თანამედროვე ეპოქის მკითხველისათვის, რომელსაც უთუოდ დააინტერესებს მწერლის აღიარებული ტექსტის ახალი თარგმანები, როგორც საუკეთესო გზა ინტერკულტურული კომუნიკაციების გაღრმავებისაკენ, და თანამედროვე ფილოლოგიური სტანდარტებით შესრულებული სამეცნიერო კვლევები, რომლებიც ავლენს დღევანდელი ქართული ლიტერატურათმცოდნეობითი სკოლის ფართო შესაძლებლობებს". - ირმა რატიანი