წიგნი ეძღვნება სხალთის ეკლესიის მოხატულობის მხატვრული თავისებურებების კვლევას. სხალთის მხატვრობა ცალკეული იკონოგრაფიული თუ სტილისტური ნიშნით უკავშირდება XIV საუკუნის დასასრულისა და XV საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ფერწერის ნიმუშებს. იგი საინტერესო მასალას გვაძლევს საქართველოში პალეოლოგოსთა ხელოვნების თავისებურებათა გამოსავლენად. ნაშრომში გაშუქებულია მოხატულობის იკონოგრაფიული, თეოლოგიური, მხატვრულ–სტილისტური ანალიზის, მხატვართა ამქრის მუშაობისა და წერის მანერის, მოხატულობის ტექნიკისა და ტექნოლოგიის საკითხები,