“ქართული გერბთმცოდნეობა (ჰერალდიკა)“ წარმოადგენს საქართველოსთან დაკავშირებული ყოველგვარი ტიპის, სახეობის სახელმწიფო, სამხარეო, საქალაქო კორპორაციული და საგვარეულო გერბის კომპლექსურად შესწავლის პირველ ცდას. წიგნში მოყვანილი საგერბე გამოსახულებებიდან მრავალი პირველად გამოიცა. მოცემულია მათი შეძლებისდაგვარად დაწვრილებითი აღწერილობა ასევე პირველად ისტორიოგრაფიაში წარმოდგენილია ქართული გერბთმცოდნეობის განვითარების ავტორისეული პერიოდიზაცია.