ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი ძირითადად შედგენილია ზეპირი მეტყველების პროცესში დაშვებული შეცდომებისა თუ უზუსტობების საფუძველზე (ეს შეცდომები, ბუნებრივია, წერის დროსაც იჩენს თავს). დაკვირვების ობიექტი იყო ტელეარხების („პირველი არხი“, „რუსთავი-2“, „მზე“, „იმედი“) მიერ მომზადებული გადაცემები, რათა გამოვლენილიყო ყველაზე გავრცელებული ტიპობრივი ენობრივ-სტილისტიკური შეცდომები თუ უზუსტობანი, რომლებიც თვალშისაცემია ჟურნალისტთა მეტყველებისას.