"წინამდებარე წიგნი ავტორთა კოლექტივის მიერაა მომზადებული. სტატიების ავტორები შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლება და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები არიან. წიგნის მიზანია ქართული ლიტერატურის თექვსმეტსაუკუნოვანი ისტორიის ახლებური გააზრება, მისი წარმოჩენა საერთაშორისო ლიტერატურული პროცესების ფონზე, კომპარატივისტული მეთოდოლოგიისა და ჰერმენევტიკული მეთოდის გამოყენების გზით". - ირმა რატიანი