,,უზარმაზარი და ამოუწურავია ძველი ჩინური პოეზია. აქ სათავეს იღებს და ჩანასახის სახით გვევლინება ყოველი მოტივი თუ ფორმა, რაც კი შემდგომ მსოფლიო პოეზიაში აღორძინდა და განვითარდა. ამ პოეზიას ახსოვს დაცემისა და აღზევების პერიოდები. მისი სუფევის მრავალი ათასწლეულის ჟამს პოეტური სიტყვის აღმოჩენასა და გათავისებას ცდილობდა მრავალი ჩინელი მესიტყვე, პოეზიისადმი თავშეწირვის არაერთი მაგალითი რომ დაგვიტოვეს".