ნაშრომში შესწავლილია დასავლეთ საქართველოსა და რომის იმპერიის კულტურული ურთიერთობები. კერძოდ, განხილულია დასავლეთ საქართველოს რომაული ხანის განათლებისა და დამწერლობის საკითხები, ეპიგრაფიკული ძეგლები, გრაფიტოები და დიპინტოები, რელიგიური რწმენა წარმოდგენები, დაკრძალვის წესები და სამარხთა ტიპები, ქრისტიანობის გავრცელების წანამძღვრები და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ეთნოგენეზის პრობლემები რომაული სამყაროს ეთნოკულტურული პროცესების კონტექსტში.