წიგნი ეძღვნება რთულ სისტემათა საიმედოობის გათვლისა და უზრუნველყოფის მეთოდებს. მასში განიხილება საიმედოობის თეორიის მათემატიკური საფუძვლები, დაწვრილებით შეისწავლება საიმედოობის მახასიათებლები, აღდგენად და არააღდგენად სისტემათა პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე მოდელები, აგრეთვე მათი ოპტიმალური დარეზერვების საკითხები.