„ქართული ენის პრაქტიკული კურსი“ შექმნილია პროფ. ტარიელ ფუტკარაძის თეორიული დებულებების საფუძველზე, შესაბამისად, საინტერესო სიახლეებია ლოგიკური გრამატიკული წესების, ქართული სალიტერატურო ენის სწავლების პრინციპებისა და ქართული ენის სწავლების მეთოდოლოგიის თვალსაზრისით. წარმოდგენილი სახელმძღვანელო მსგავსი გამოცემებისაგან განსხვავდება იმითაც, რომ მრავალფეროვანი პრაქტიკული მართლწერის წესები, ნორმატიულ და არანორმატიულ ფორმათა შეპირისპირებითი ცხრილები თეორიული ნაწილის აღსაქმელი სავარჯიშოები და ტესტები შედგენილია პროფ. იამზე ვაშაკიძის მრავალწლიანი სასკოლო და საუნივერსიტეტო გამოცდილების გათვალისწინებით, რაც აიოლებს ქართული სამწიგნობრო ენის სწავლების პროცესს".