ნაშრომში განხილულია დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ძველი და კოლორიტული ქალაქის ხონის ისტორიის ძირითადი საკითხები, კერძოდ, ნაჩვენებია ქ. ხონის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობა ფეოდალურ და ბურჟუაზიულ ურთიერთობათა ხანაში, რა რთული და წინააღმდეგობრივი გზა გაიარა მან, მთელ საქართველოსთან ერთად, საბჭოთა ხელისუფლების არსებობის წლებში. როგორი სულისკვეთებით ცხოვრობს იგი დღეს დამოუკიდებელ სახელმწიფოში.