ნაშრომში განხილულია ინტერნეტ-სივრცის პოლიტიკური და სოციალური განზომილება, შესწავლილია ელექტრონული მთავრობის ფორმირების მსოფლიო პოლიტიკის გამოწვევები, გაანალიზებულია ელექტრონული მთავრობის კერძო და სამოქალაქო საზოგადოების მომსახურების სისტემები, სახელმწიფოს მართვის მიდგომები, ბიუროკრატია, არქიტექტურა, ელექტრონული მთავრობის განვითარების ტენდენციები მსოფლიოში, ე-მთავრობის ეკონომიკური ეკოსისტემა, ელექტრონული მთავრობა და სოციალური ქსელი, ნაჩვენებია ინტერნეტ-სივრცეში ინფორმაციის ნაკადის რეგულირება და მიდგომები, ასახულია ელექტრონული მთავრობის წვდომასა და მოხმარებაზე გავლენის მომხდენი ფაქტორები, წარმოდგენილია ელექტრონული მთავრობის დანერგვის საკვანძო საკითხები საქართველოში და შემუშავებულია საქართველოს ელექტრონული მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტები, ასევე განხილულია ე-მთავრობის სხვა აქტუალური საკითხები.