ნაშრომის შესწავლის საგანია გერმანელი მწერლების – იოჰან შილტბერგერის, ადამ ოლეარიუსის, ებერჰარდ ვერნერ ჰაპელის, ანდრეას გრიფიუსის და სხვათა ცნობები საქართველოს შესახებ. თავმოყრილია აგრეთვე ის ცნობები, რომლებიც მოიპოვება კავკასიაზე ევროპის შუა საუკუნეების ლიტერატურაში, კერძოდ, ისლანდურსა და ანგლოსაქსურ ძეგლებში.