მონოგრაფიაში დიდძალი საარქივო დოკუმენტებისა და სათანადო ლიტერატურის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაშუქებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და მისი რეორგანიზაცია, რუსი შოვინისტი სამღვდელოების ბრძოლა ქართული კულტურის წინააღმდეგ, ქართველი მისიონერების მოღვაწეობა და რუსეთის საეკლესიო პოლიტიკა აფხაზეთში, ქართველი ხალხის ბრძოლა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის და მისი აღდგენა. არამართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესია და სექტების საქმიანობა საქართველოში XIX-XX საუკუნეებში, საბჭოთა ხელისუფლებისა და კომუნისტური პარტიის პოლიტიკა რელიგიისა და ეკლესიის მიმართ საქართველოში, ნაჩვენებია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და ისლამის წინააღმდეგ არა მარტო იდეოლოგიური, არამედ პოლიტიკური ბრძოლის მეტად რთული და წინააღმდეგობრივი პროცესი, მბრძანებლურ-ადმინისტრაციული მეთოდებით „მასობრივი ათეიზმის“ ცხოვრებაში „ზემოდან“ დანერგვის მანკიერი პრაქტიკა.