ნაშრომში გაშუქებულია მე-19 საუკუნის ქართულ-ფრანგული ლიტერატურული ურთიერთობის საკითხები. ავტორი მოკლედ მიმოიხილავს იმ ისტორიულ-კულტურულ და ლიტერატურულ გარემოს, რომელმაც განაპირობა საფრანგეთისა და საქართველოს ლიტერატურული ურთიერთობა; გვიჩვენებს, თუ რა როლს ასრულებდა ამ ურთიერთობაში ქართველი და ფრანგი მწერლების, პოეტების, მთარგმნელების, მეცნიერების, მოგზაურების მიერ შექმნილი თხზულებანი ქართულ და ფრანგულ თემაზე.