წიგნში რეგიონული პრინციპით წარმოდგენილია 80-მდე საფორტიფიკაციო ნაგებობის კომპლექსური ისტორია (ძეგლის მდებარეობა, შესწავლის ისტორია, ტოპონიმიკა, ისტორიული გეოგრაფია, კომპლექსის აღწერა და გეგმარება, საილუსტრაციო მასალა, ძეგლთან დაკავშირებული წყაროები და ისტორია). პუბლიკაცია ფუნდამენტურ კვლევას წარმოადგენს და ტაო-კლარჯეთის საფორტიფიკაციო სისტემების მონოგრაფიულად შესწავლის პირველი ცდაა.