,,წიგნი ანზორ ერქომაიშვილის ნაწერების ერთგვარი „რჩეულია“. რასაკვირველია, მან ვერ დაიტია ყველაფერი საუკეთესო, რაც გამოჩენილი მუსიკოსის კალამს შეუქმნია. წიგნი მაინც სრულყოფილ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ საიდან მოდის ანზორ ერქომაიშვილი, როგორ აგრძელებს სახელოვან წინაპართა გზას, რარიგ უფრთხილდება, ეძიებს, აღადგენს და ინახავს ჩვენი ერის ერთ-ერთ ყველაზე ფასდაუდებელ განძს – ქართულ ხალხურ სიმღერას, იუნესკომ კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური კულტურის შედევრად რომ აღიარა...".